четверг, 17 октября 2019 г.
четверг, 20 июня 2019 г.
წიგნის კითხვის მოყვარულთა კლუბი
წიგნის კითხვის მოყვარულთა კლუბი ,, მწიგნობარი“ ორი სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში გაერთიანებული არიან V – VI კლასის მოსწავლეები. წიგნის კითხვის მოყვარულთა
კლუბის საქმიანობის მოსწავლეთა ინტერესებზე მორგება პრიორიტეტულად მივიჩნიეთ. ჩავატარეთ ანკეტური გამოკითხვა.
კლუბის თითოეულმა
წევრმა წარმოადგინა საკუთარი თავი. მოიფიქრეს
და შეარჩიეს კლუბის სახელწოდება და ლოგო.
წიგნის კითხვის
მოყვარულთა კლუბის მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს ჩვენს სკოლაში, მაგრამ 5 – 6 კლასის მოსწავლეებისათვის
ეს ახალი გამოწვევა იყო.
ანკეტური გამოკითხვის
შემდეგ სკოლის ბიბლიოთეკას მივაშურეთ. ბიბლიოთეკის თანამშრომელმა 10 – 11- 12 წლის მოსწავლეთა შესაფერისი
წასაკითხი წიგნები წარმოგვიდგინა, როგორც ქართველ მწერალთა , ასევე უცხოელი მწერლებისა. ამის შემდეგ
მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით ვირჩევდით წასაკითხ ლიტერატურას. წასაკითხი
წიგნის შერჩევისას მართავდნენ დისკუსიას ამა თუ იმ მწერლისა და წიგნის ხარისხსა და მნიშვნელობაზე. წიგნის შერჩევისას ყურადღებას
ვამახვილებდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა მოსწავლეთა
ესთეტიკური და პიროვნული
განვითარებისთვის.
მნიშვნელოვანია
ისიც, რომ შერჩეულ ლიტერტურას განვიხილავთ კლუბის საქმიანობისთვის განსაზღვრულ
დღესა და საათზე. მოსწავლეები იყენებენ ორმხრივი ჩანაწერის დღიურს, რომელშიც ჩანიშნული აქვთ წაკითხული
წიგნის მნიშვნელოვანი მომენტები. განსაკუთრებით რომელმა მონაკვეთმა მიიქცია მათი ყურადღება.
რით იყო წიგნი მნიშვნელოვანი, რა მისცა წაკითხულმა წიგნმა, როგორ და სად გამოიყენებენ წიგნიდან მიღებულ ცოდნასა და უნარ - ჩვევებს ცხოვრებაში.
ყველაზე მთავარი,
რაც საკლუბო მუშაობის წარმართვის მიზანთან გვაახლოებს, ესაა წიგნის კითხვა შევაყვაროთ
ბავშვებს. კლუბის ფუნქციონირების მნიშვნელობა
და აქტუალობა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ
როცა წიგნის განხილვა გვაქვს კლუბში გაეთიანებული მოსწავლეები იწვევენ თანატოლებს, რათა დაესწრონ და მოისმინონ ამა თუ
იმ წიგნის განხილვა. მოწვეულ მოსწავლეს , მიუხედავად იმისა, რომ წაკითხული არ აქვს
წიგნი, მაინც მნისვნელოვანია, რადგანაც უჩნდება ინტერესი წიგნის წაკითხვისა. ბავშვს ვაახლოებთ წიგნს.
არის შემთხვევა,
როცა მოსწავლემ ვერ მოახერხა ორივე ლიტერატურის წაკითხვა, ამ შემთხვევაში ჩვენ მშვიდად
ვუხსნით, რომ შესაძლოა რაღაც მიზეზის გამო ვერ წაიკითხა, რაღაცამ ხელი შეუშალა, მაგრამ
ეს არ ნიშვანს იმას, რომ კლუბში მონაწილეობა არ მიიღოს. შეუძლია მოუსმინოს სხვებს და
გარკვეულ შემთხვევაში, თუკი სურვილი ექნება გამოთქვას საკუთარი აზრი. ამით ჩვენ ავიცილებთ
იმ რისკ-ფაქტორებს, რომლებმაც შეიძლება თავი იჩინოს საკლუბო მუშაობის დროს. მათ აქვთ
საშუალება თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრება, შეხედულება, არ გააკრიტიკონ ერთმანეთი,
მოუსმინონ და პატივი სცენ მეგობრის მოსაზრებას
.
მოსწავლეებთან
ერთად ვგეგმავთ მრავალფეროვან და საუნტერესო აქტივობებს: კითხვა- პასუხი, დისკუსია, პრეზენტაცია, ორმხრივი ჩანაწერის
დღიური.
რა თქმა უნდა ,გზადაგზა იდეების გენერირებაში ვეხმარები
მოსწავლეებს. იციან, რომ ერთმანეთს უნდა მოუსმინონ, არ გააკრიტიკონ, მხოლოდ საკუთარი
მოსაზრება გამოთქვან, ურთიერთთანამშრომლობისა და კეთილგანწყობილი ატმოსფერო სუფევდეს.
იმდენად სასიამოვნო
და უსაფთხო გარემოს ვუქმნი მოსწავლეებს, რომ კლუბის საქმიანობა მათთვის იყოს პოზიტიური
განწყობის შემქმნელი. წიგნის კითხვის კლუბი და წიგნის კითხვა უნდა გახდეს სასიამოვნო
და მნიშვნელოვანი მათ ცხობვრებაში. ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგანაც მოსწავლეები
თავისუფლად გამოთქთვამენ თავიანთ შეხედულებებს, უფრო კომუნიკაბელურნი ხდებიან. საკლუბო
მუშაობა გამართლებულია, რადგან მოსწავლე და წიგნი დაუახლოვდა ერთმანეთს. აზრთა გაზიარებით
უფრო მეტი სარგებელი მიიღეს, უფრო გაბედულები და აქტიურები გახდნენ. წიგნთან მოსწავლეთა
დაახლოება უფრო მეტ გაუმჯობესებას მოითხოვს. ეს ჯერ კიდევ რთული პროცესია, რომ შევაყვაროთ
მოსწავლეებს კითხვა. მოსწავლეთა უმრავლესობა არ კითხულობს. მათთვის მნიშვნელოვანია
კომკიუტერი, ტელეფონი. ამიტომაც მეტი შემართება და ახალი გზების ძიება გვჭირდება, რომ
მოსწავლეს წიგნის კითხვა შევაყვაროთ და დავაბრუნოთ წიგნთან, ამიტომაც გამართლებულია
საკლუბო მუშაობა.
მოსწავლის შეფასება
მე ნიკოლოზ
დუმბაძე ვარ. მიყვარს წიგნების კითხვა, უამრავი ლიტერატურა მაქვს წაკითხული. წიგნის
კითხვა ჩემთვის მნიშვნელოვანია. წიგნებს სასკოლო ბიბლიოთეკიდან ვიწერ და ვკითხულობ.
ამასთანავე, მაქვს მდიდარი, მრავალფეროვანი საოჯახო ბიბლიოთეკაც. როცა წავიკითხე წიგნის
კითხვის მოყვარულთა კლუბის განცხადება, გავწევრიანდი კლუბში. მშობლებიც სიხარულით შეხვდნენ
ჩემს გადაწყვეტილებას.
მნიშვნელოვანი
იყო ისიც, რომ კლუბის სახელწოდებაცა და ლოგოც შევარჩიეთ ერთად, რაც ძალიან მომეწონა.
საინტერესო იყო ის, რომ როცა წასაკითხი წიგნები შევარჩიეთ, მასწავლებელმა გვთხოვა ორმხრივი
ჩანაწერის დღიურის წარმოება. მანამდე წიგნებს ვკითხულობდი, მაგრამ ჩანაწერი არასოდეს
გამიკეთებია. ხშირად დამვიწყებია პერსონაჟთა სახელები. ახლა კი, ორმხრივი ჩანაწერის
საშუალებით აღარასოდეს დამავიწყდება წაკითხული წიგნის თანმიმდევრობა და პერსონაჟები.
კლუბში გაერთიანებულ მოსწავლეებს არ გვექმნებოდა პრობლემა, თუკი ორივე წიგნის წაკითხვას
ვერ მოვახერხებდით. სხვას მოვუსმენდით და ამის შემდეგ ჩვენც შეგვეძლო აზრი გამგვეთქვა,
გვემსჯელა. კლუბში მუშაობამ სხვების ნააზრევის
მოსმენის და საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება მომცა თავისუფლად. წიგნის კითხვა ისედაც მიყვარდა და უფრო შემიყვარდა,
რადგან წიგნების განხილვაში ვღებულობდი მონაწილეობას. ბევრი ჩემი მოსაზრება სხვათა
მოსაზრებების მოსმენის შემდეგ უფრო დაიხვეწა. ბევრ ჩემს მოსაზრებასაც სხვა კუთხით შევხედე.
საკლუბო მუშაობით კმაყოფილი ვარ და მომავალ სასწავლო
წელსაც მინდა წიგნის კითხვის მოყვარულთა კლუბში გაწევრიანება.
ნიკოლოზ
დუმბაძე
მშობლის შეფასება
ჩემი შვილი, ნიკოლოზ დუმბაძე, გაწევრიანდა წიგნის კითხვის
მოყვარულთა კლუბში . ჩემს შვილს უყვარს წიგნების კითხვა და, რა თქმა უნდა,
მეც სიხარულით დავთანხმდი. ნიკოლოზს
მოსწონს კლუბის საქმიანობა, ხალისიანად საუბრობდა მუშაობის პროცესზე. ხშირად უხაროდა
ის , რომ წასაკითხად შერჩეული ლიტერატურა მას ადრევე ჰქონდა წაკითხული. ხელმეორედ კითხულობდა გახსენების მიზნით. ამასთანავე
, ამბობდა ,რომ ადრე არასოდეს გაუკეთებია ჩანაწერი. კლუბში გაწევრიანების შემდეგ აკეთებდა ორმხრივი
ჩანაწერის დღიურს. ეს პროცესი მოსწონდა, რადგანაც
წაკითხულის გასახსენებლად მნიშვნელოვანი იყო.
აქ ნიკოლოზი იწერდა წაკითხული წიგნის
პერსონაჟებს, საყრდენ სიტყვებსა და გამოთქმებს, საინტერესო ფრაზებს. ამბობდა, რომ მოსწავლეებს აქვთ თავიანთი მოსაზრების გამოთქმის
საშუალება, მართავენ დისკუსიას წესების დაცვით,
მონაწილეობდნენ სხვადასხვა ღონისძიებებში.
საკლუბო მუშაობა
ჩემთვისაც მოსაწონი იყო, რადგანაც უფრო აქტიური და შრომისმოყვარე გახდა. როგორც სხვა ბავშვები, ასევე ნიკოლოზიც უმეტეს დროს კომპიუტერთან და ტელეფონთან
ატარებს. კლუბში გაწევრიანების შემდეგ მეტი დრო წიგნის კითხვას დაუთმო.
სოფიო არძენაძე
вторник, 26 марта 2019 г.
среда, 6 марта 2019 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)