воскресенье, 13 марта 2016 г.

მეცხრე დღე

წარვადგინე პროექტი. მოვისმინე თეთრი და შავი პიარი, ჩავასწორე ჩემი  გეგმა  და გამოვაქვეყნე.
ტრენინგი საინტერესოდ წარიმართა.   ძალიან კმაყოფილი ვარ  იმით, რომ ტექნოლოგიების გამოყენებით შევძლებ საგნის სწავლებას. სასურველია  ტრენინგი გაიაროს ყველა  პედაგოგმა. 
 მადლობას ვუხდით ჩვენს ტრენერს, მინდია  დიდმანიძეს,დაუღალავი  და ენერგიული  შრომისათვის.

суббота, 12 марта 2016 г.

მერვე დღე

დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.  განვაახლეთ პროექტები. განხორციელების  სტრატეგიები განვიხილეთ. დავეუფლეთ პორტფოლიოს გამოქვეყნებას. გავინაწილეთ  თეთრი და შავი პიარის ფუნქციები. კიდევ ერთხელ განვიხილე  პროექტის შეფასების კრიტერიუმები.

воскресенье, 6 марта 2016 г.

მეშვიდე დღე

დღეს  კვლავ უკეთ ვიმუშავეთ პროექტებით სწავლებაზე. შევისწავლეთ დიფერენცირებლი სწავლება- არაქართველ, ძლიერ და სსიმ მოსწავლეებთან მუშაობის სტრატეგია.
გავეცანით ბლუმის ტაქსონომიით მუშაობის  წესები.ასევე-
  გარდნერის სწავლებას. გავაანალიზე თვითრეგულირების ხელშეწყობი ფაქტორები.განვაახლე ინფორმაცია დისკზე.

суббота, 5 марта 2016 г.

მეექვსე დღე

დღეს გავეცანი:
შეფასების სტრატეგიებს
 გავწერე შეფასების რეზიუმე
გ ავაანალიზე ''ტექნოლოგიების ინტეგრირება" და ,,სწავლის პროცესი";

დავიწყე შეფასების რუბრიკის შექმნა, ჯგუფური,თვითშეფასება;
გავაკეთე კომენტარები;
ვიმუშავე პროექტის გეგმაზე;
განვაახლე ინფორმაცია დისკზე;
დღეს საინტერესოდ წარიმართა ტრენინგი. ბევრი კარგი ინფორმაცია გავიგე.

воскресенье, 28 февраля 2016 г.

მეხუთე დღე
დავხვეწე გეგმა
გავეცანი საავტორო უფლებებს, რომლის დაცვით გადმოვწერე ინფორმაცია;
ვისწავლე პრეზენტაციის გაფორმება,ცხრილის ჩასმა, სმარტ არტის ჩასმა, ვიდეოს ჩასმა და სხვა;
ვისწავლე youtude-დან ვიდეოს ჩამოტვირთვა,
 გავეცანი დოკუმენტების  გაზიარებას  და შევავსე ელ-ცხრილი(ინტერნეტ კოლაბორაციული დოკუმენტი)

суббота, 27 февраля 2016 г.

მეოთხე დღე

 ვიმუშავე პროექტის გეგმაზე,დავხვეწე სტანდარტები და მიზნები;
 კითხვები მიზნებს შევუთავსე;
 შევიმუშავე შეფასების დროის ჩარჩო;
განვაახლე ინფორმაცია დისკზე;
 გავეცანი ეფექტური პრეზენტაციის მოთხოვნებს, შევქმენი პრეზენტაცია და ჩავაშენე ბლოგზე;
 მომეწონა ინფორმაციის ბლოგზე განთავსება  ,სლადებზე მუშაობა .გაფორმება


воскресенье, 21 февраля 2016 г.

მესამე დღე

მოვიძიეთ და გადმოვწერეთ სტანდარტები,რომელიც მივუსადაგე  ჩემი პროექტის გეგმას;
შევიმუშავე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და მოვარგე პროექტის გეგმას;
გავეცანი საკვანძო კითხვებს და მოვარგე ჩემს გეგმას;
განვაახლე დისკზე ინფორმაცია;
მომეწონა სტანდარტების გამოყენებისა და გადმოწერის წესების შესწავლა;
აღმოვაჩინე  ბევრი ინფორმაცია.

воскресенье, 14 февраля 2016 г.

მეორე დღე

გავეცანით
კონკიას  რესურსებს
გავთვითცნობიერდი პროექტის  მახასიათებლებში
ვისწავლე ბროშურის შექმნა, სურათების მოძებნა, გადმოწერა,  შენახვა.
დავიწყე პროექტის გეგმის წერა
საინტერესო იყო პროექტებით სწავლება და  მას გამოვიყენებ პრაქტიკაში.
,

суббота, 13 февраля 2016 г.

პირველი დღე

გავეცანი პროექტებით სწავლებას. აგვიხსნა ტრენერმა  პროექტებით სწავლების  წესები.   აგვარჩევინა ერთ-ერთი პროექტი სახელწოდებით ,,კონკიას ამბავი" თანამიმდევრობით გვიხსნიდა ინტერნეტიდან გადმოწერას. შენახვის წესებს. მოსწავლეებთან მუშაობას. პირველი დღე ნაყოფიერი იყო.